კარის 43 ქულით „გოლდენ სტეიტმა“ საკუთარი მოედნის უპირატესობა დაიბრუნა - NBA, ფინალური სერია, მე-3 მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* ლიდერი შეხვედრაში მხოლოდ 11-ჯერ შეიცვალა. „ბოსტონის“ მაქსიმალური ლიდერობა შვიდ ქულას აღწევდა, „გოლდენ სტეიტის“ – 10 ქულას.
* „გოლდენ სტეიტმა“ მოხსნებში 55:42 მოიგო.
* „ბოსტონმა“ თამაშიდან 40 პროცენტის სიზუსტით ისროლა.
* სტეფ კარიმ 43 ქულით მეორე ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა კარიერაში.
* 34 წლისა და 88 დღის კარი მეორე ყველაზე ასაკოვანი კალათბურთელია, ვინც NBA-ის ფინალური სერიის მატჩში მინიმუმ 40 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. რეკორდი ეკუთვნის ლებრონ ჯეიმსს – 35 წლის და 284 დღის.
* „გოლდენ სტეიტმა“ ზედიზედ 27-ე სერიაში მოიგო მინიმუმ ერთი გასვლითი მატჩი.
* 94:90-ზე „ბოსტონმა“ ზედიზედ შვიდი ტყორცნა ააცილა და 94:100 ჩამორჩა.
* „გოლდენ სტეიტმა“ ზედიზედ მეოთხედ მოიგო მესამე მეოთხედი. ამ 12=წუთეულში კარიმ 14 ქულა დააგროვა. ფინალურ სერიაში „უორიორზი“ მესამე მეოთხედებში 136:87 უგებს მეტოქეს.
* „გოლდენ სტეიტმა“ შეხვედრა 17:3 გაქცევით დაასრულა.
ბოსტონი-გოლდენ სტეიტი 97:107
28:27, 26:22, 24:30, 19:28
ბ: ტეიტუმი (23+11 მოხსნა+6 პასი), ბრაუნი (21), სმარტი (18), ჰორფორდი (8), რ. უილიამსი (7+12 მოხსნა) – სასტარტო; უაიტი (16), გ. უილიამსი (3), პრიტჩარდი (1).
გ-ს: კარი (43+10 მოხსნა), ტომპსონი (18), უიგინსი (17+16 მოხსნა), პორტერი (2), გრინი (2+9 მოხსნა+8 პასი) – სასტარტო; პული (14), ლუნი (6+11 მოხსნა), პეიტონი(5), ბიელიცა (0).
სერია: 2-2