კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, ახალგაზრდა ფიგურულად მოციგურავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე წყვილთა შეჯიბრებაში შესანიშნავად იასპარეზეს საქართველოს ნაკრების წევრებმა -კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ. მათ პირველ დღეს დაწყებული საქმე კარგად დაასრულეს და მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.
ჩვენი დუეტი მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერობდა შეჯიბრებას. მას 67.77 ქულა ჰქონდა და 6 ქულით უსწრებდა მეორეადგილოსან კანადურ წყვილს.
საფინამ და ბერულავამ თავისუფალი პროგრამაც მაღალ დონეზე შეასრულეს და 120.35 ქულით აქაც პირველები იყვნენ და ტალინში საქართველოს ჰიმნიც ააჟღერეს.