კარიბის კუნძულებთან, ოკეანეში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

08:04, 10.01.2018

7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა კარიბის კუნძულების სიახლოვეს ოკეანეში, რაც აშშ-ის ვირჯინიის კუნძულებსა და პუერტო რიკოს ცუნამის საფრთხის წინაშე აყენებს.

ძლიერი რყევები იგრძნობოდა ჰონდურასის დედაქალაქ ტეგუსიგალპაში, რომელიც ეპიცენტრიდან 520 კილომეტრითაა დაშორებული.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

აშშ-ის გეოლოგიური კვლევის ცენტრის პირველადი მონაცემებით, რყევების სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას შეადგენდა.

მსგავსი