კარენო ბუსტა - ვიცნობ ჩოგბურთელებს, რომლებიც კორონავირუსის გამო მშობლების ხარჯზე ცხოვრობენ
კარენო ბუსტა - ვიცნობ ჩოგბურთელებს, რომლებიც კორონავირუსის გამო მშობლების ხარჯზე ცხოვრობენ

ესპანელმა პაბლო კარენო ბუსტამ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედა ახალმა კორონავირუსმა ჩოგბურთელებზე. შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო სეზონი 13 ივლისამდე შეჩერებულია.

„მე ფინანსური კრიზისი არ შემხებია, რადგანაც საკმარისი ფული მაქვს გამომუშავებული,- ციტირებს ჩოგბურთელს Tennis World USA. – მაგრამ ვიცნობ მოთამაშეებს, რომლებიც ამჟამად მშობლების ხარჯზე ცხოვრობენ. ჩვენ არ გვაქვს მუშაობის შესაძლებლობა, სამაგიეროდ კრედიტების, მწვრთნელების და მომსახურე პერსონალის თანხების გასტუმრება გვიხდება. ჩვენს საზოგადოებაში სპორტსმენები მდიდარ ადამიანებად ითვლებიან, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ცოტა თანხებს გამოიმუშავებენ.“

დღევანდელი მონაცემებით მსოფლიოს 185 ქვეყანაში კოვიდ 19 -ით უკვე ორ მილიონამდე ადამიანია დაინფიცირებული.