კარენ კარაპეტიანი - პრემიერ- მინისტრებს მოედნებზე არ ირჩევენ
კარენ კარაპეტიანი - პრემიერ- მინისტრებს მოედნებზე არ ირჩევენ

სომხეთის პრემიერ- მინისტრის არჩევა მხოლოდ პარლამენტშია შესაძლებელი – ეს განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, კარენ კარაპეტიანმა გააკეთა.

„ თუ პოლიტიკური პარტიები დათანხმდებიან, შესაძლებელია არჩევნების ჩატარება. ასე გაგრძელება არ შეიძლება, ეკონომიკური პრობლემები გვექნება, ინვესტორები ქვეყანას დატოვებენ. ძალიან ვაფასებ ერის აზრს და უკმაყოფილებას. ჩვენ ვუპასუხეთ ამ უკმაყოფილებას და მზად ვართ ვაწარმოოთ მოლაპარაკებები”,- განაცხადა კარაპეტიანმა.

კარაპეტიანმა ნიკოლ ფაშინიანის მოთხოვნასაც უპასუხა. ოპოზიციონერი დეპუტატი ითხოვს, რომ პრემიერ -მინისტრი ხალხმა აირჩიოს, რაზეც კარაპეტიანი პასუხობს, რომ არ იცის ქვეყანა , სადაც პრემიერ -მინისტრს მოედანზე ირჩევენ.