კარდიოლოგიური განყოფილების ყოფილ შენობაში შეჭრილმა დევნილებმა და სოციალურად დაუცველებმა შენობა დატოვეს
კარდიოლოგიური განყოფილების ყოფილ შენობაში შეჭრილმა დევნილებმა და სოციალურად დაუცველებმა შენობა დატოვეს

თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, კარდიოლოგიური განყოფილების ყოფილ შენობაში შეჭრილმა დევნილებმა და სოციალურად დაუცველებმა შენობა დატოვეს.

როგორც ადგილზე მისულმა ჯანდაცვის სამინიტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა, მურად აბლოთიამ განაცხადა, შენობაში 10-მდე ოჯახი იყო შეჭრილი.

„აქ არიან როგორც სოციალურად დაუცველები, ასევე დევნილები. მათ არ იციან, თუ რა უფლებები აქვთ. ავუხსენით და შესაბამისად, უკვე წავიდნენ. 10-მდე ოჯახის წარმომადგენელი იყო ადგილზე. კანონის შესაბამისად მოხდება მათი დაკმაყოფილება, როგორც სხვა დევნილების. შვიდი ოჯახი ამ შენობაში დეკემბერში შემოვიდა. ისინი ხვალ, 12:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროში მოვლენ, რათა მათაც განემარტოთ თავიანთი უფლება-მოვალეობები.

როგოც დევნილმა ნანა ცირდავამ განაცხადა, მას სამინისტროს დახმარების იმედი აქვს.

„დაგვპირდნენ ყველანაირ დახმარებას. მჯერა მათი და გამოვედით. გვითხეს, რომ დაგვეხმარებიან. ჩვენ თავშესაფარს ვეძებდით. ეს შენობა არ ფუნქციონირებდა და შევედით. ბევრი დახმარება მიღებული მქონდა, მაგრამ დავკარგეთ ყველაფერი“,- განაცხადა ცირდავამ.

თბილისში, უზნაძის 49 ნომერში, კარდიოლოგიური განყოფილების ყოფილ შენობაში დევნილები 17 აპრილს, საღამოს შეიჭრნენ.