კარდინალი პიეტრო პაროლინი - ასეთ შედეგს არ ველოდით, ძალიან მადლობელი ვარ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახს დაუბრუნდა
კარდინალი პიეტრო პაროლინი - ასეთ შედეგს არ ველოდით, ძალიან მადლობელი ვარ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახს დაუბრუნდა

საქართველოში ვიზიტით მყოფი წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივნის, კარდინალ პიეტრო პაროლინის განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილის  გათავისუფლება მისთვის მოულოდნელი იყო და მადლიერია, რომ ის ოჯახს დაუბრუნდა.

„მივიღე ინფორმაცია და ინფორმირებული ვიყავი ვითარებასთან დაკავშირებით. ასეთ შედეგს არ ველოდით და ძალიან  მადლობელი ვარ, რომ გაფრინდაშვილი გათავისუფლდა, დაუბრუნდა თავის ოჯახს“ ,- განაცხადა კარდინალმა, პიეტრო პაროლინმა, რომელიც საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასის დიდუბის ცენტრს ეწვია, სადაც კათოლიკური ეკლესიის სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენლებს შეხვდა.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში 49 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, გუშინ გაათავისუფლეს.