კარბიამ და ნოჩემ „დინამო“ დატოვეს
კარბიამ და ნოჩემ „დინამო“ დატოვეს

თბილისის „დინამო“ ორ ესპანელ ლეგიონერს დაემშვიდობა – გუნდი 27 წლის თავდამსხმელმა ფრან კარბიამ და 26 წლის მცველმა სერხიო ნოჩემ დატოვეს. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

თბილისური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, მათ „დინამოსთან“ არსებული ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს და გუნდს დაემშვიდობნენ.

კარბია და ნოჩე „დინამოში“ ზამთარში დაიმატეს, მათი ტრანსფერები გუნდის ფაქტობრივი მთავარი მწვრთნელის, ჩისკო მუნიოსის გადაწყვეტილება იყო. მაგრამ მათ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას ვერ მოახერხეს. ნოჩემ მხოლოდ სამი შეხვედრა ჩაატარა, კარბიამ კი – 11, ძირითად შემადგენლობაში ხუთჯერ მოხვდა და ორ გოლზე მეტის გატანა ვერ მოახერხა.

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის „ლოკომოტივთან“ წაგების შემდეგ მწვრთნელის პოსტის დატოვება ჩისკო მუნიოსსაც უნდოდა, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობასთან დალაპარაკების შემდეგ, წასვლა გადაიფიქრა.