ეგოიანმა ნიდერლანდების თასზე დუბლი შეასრულა -„ექსელსიორი“ ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობს #1TVSPORT
ირაკლი ეგოიანმა ნიდერლანდების თასზე, პირველი დივიზიონის „მაასტრიხტთან“ მატჩში დუბლი შეასრულა და „ექსელსიორის“ 1/16-ფინალში გასვლაში მთავარი როლი ითამაშა – 3:0.
საქართველოს ნაკრების 22 წლის ნახევარმცველი „ექსელსიორის“ ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება. ეგოიანი ძირითად შემადგენლობაში იყო, მე-15 წუთზე სტუმრები დააწინაურა, დუბლი კი მე-60 წუთზე პენალტით შეასრულა.
ნიდერლანდებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 11 შეხვედრაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ანგარიშზე 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
საბა გოგლიჩიძის „მონცამ“ იტალიის სერია A-ში „ნაპოლის“ უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო და შესვენებაზე შეცვალეს.
გიორგი გაგუას და ცოტნე კაპანაძის „დუნაისკა სტრედამ“ სლოვაკეთის ჩემპიონატში წარმატებული სერია „კოშიცესთან“ მესამე ტურის გამოტოვებულ შეხვედრაშიც გააგრძელა და მეტოქე სტუმრად 1:0 დაამარცხა. გაგუამ 79 წუთი ითამაშა. ქართველების გუნდი 12 ტურის შემდეგ 32 ქულით პირველ ადგილზეა და მოქმედ ჩემპიონს, ბრატისლავის „სლოვანს“ 8 ქულით ასწრებს.