კარანტინში მყოფ მოქალაქეთა რიცხვი 5783-მდე გაიზარდა

12:17, 01.04.2020

საქართველოში საკარანტინო რეჟიმში მყოფ მოქალაქეთა რიცხვი თითქმის 700-ით გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

შესაბამისად, ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმშია 5783 მოქალაქე. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 301 პირი.

მონაცემები არ შეცვლილა კორონავირუსით ინფიცირებულთა და გამოჯანმრთელებულთა თვალსაზრისით. ამ დროისთვის საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 115 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 22 მოქალაქე.

მსგავსი