კარანტინის წესების დარღვევისთვის საფრანგეთში პოლიციამ ოთხი ათასზე მეტი ადამიანი დააჯარიმა
კარანტინის წესების დარღვევისთვის საფრანგეთში პოლიციამ ოთხი ათასზე მეტი ადამიანი დააჯარიმა

კარანტინის წესების დარღვევისთვის საფრანგეთში პოლიციამ ოთხი ათასზე მეტი ადამიანი დააჯარიმა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „ფრანს 24“ ავრცელებს.

როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფ კასტანერმა განაცხადა, კარანტინის წესების დარღვევისთვის სულ დაჯარიმებულია 4095 ადამიანი.

„გუშინ ჯარიმა 35 ევროს შეადგენდა, დღეიდან ის 135 ევროს შეადგენს და შესაძლოა, 375 ევრომდე გაიზარდოს. ეს უნდა იყოს ხალხის შემაკავებელი ფაქტორი“, – განაცხადა მინისტრმა.

კორონავირუსის პანდემიის გამო საყოველთაო კარანტინი საფრანგეთში 17 მარტიდან გამოცხადდა. მოქალაქეებს სახლებიდან გასვლა განსაკუთრებული საჭიროების გარეშე აეკრძალათ. სახლების დასატოვებლად მათ სპეციალურ დოკუმენტს უნდა მოაწერონ ხელი, სადაც აღნიშნული იქნება, მათი ქუჩაში გასვლის მიზანი. კარანტინის წესების დაცვას პარიზში ათასობით სამართალდამცველი აკონტროლებს.
საფრანგეთში კორონავირუსის 9 100-მდე შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილია 264 ადამიანი.