კარალეთის დევნილთა დასახლებაში სკვერი გაიხსნა
კარალეთის დევნილთა დასახლებაში სკვერი გაიხსნა

კარალეთის დევნილთა დასახლებაში დასასვენებელი სკვერი, სათამაშო მოედანი და სატრენაჟორო სივრცე მოეწყო.

შესრულებული სამუშაოები დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, ლტოლვილთა  დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტომ და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა დაათვალიერეს.

გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, გორის, მცხეთის, ფოთისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში არსებულ ხუთ დევნილთა დასახლებაში 10 მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე დასრულდა. 2020-2021 წლებში, საქართველოს მასშტაბით დამატებით, კიდევ 14 პროექტი განხორციელდება. დევნილთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაგეგმვისას მაქსიმალურად არის გათვალისწინებული დასახლებებში არსებული საჭიროებები.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მიერ დაფინანსებული პროექტი „ეკონომიკური მონაწილეობა საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“, დევნილთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობასთან ერთად, მათ გრძელვადიან განსახლებას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს.