კაპიტონ ჟორჟოლიანი - მესტია-უშგულისა და მულახის გზებზე მოძრაობა აღდგა, უახლოეს მომავალში სოფელ ადიშის გზასაც აღვადგენთ
კაპიტონ ჟორჟოლიანი - მესტია-უშგულისა და მულახის გზებზე მოძრაობა აღდგა, უახლოეს მომავალში სოფელ ადიშის გზასაც აღვადგენთ

მესტის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, მუნიციპალიტეტში სტიქიის მიერ მიყენებული დაზიანების დიდი ნაწილი აღმოფხვრილია. ამის შესახებ მან საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, მოძრაობა აღდგენილია მესტია-უშგულის და მულახის გზებზე.

„მესტია-უშგულის მიმართულებით გზა წყალს მიჰქონდა, მაგრამ სპეციალურმა ტექნიკამ იმუშავა და ამის საფრთხე აღარ არის, მოძრაობაც აღდგენილია. გზა ასევე დაზიანებული იყო მულახის ტერიტორიაზეც. საპრევენციო ღონისძიებები უკვე გატარდა და მოძრაობა იქაც აღდგა. ასევე, მულახში ღელე იყო ჩამოსული და ისიც გაწმენდილია. ლენჯერშიც იმუშავა სპეციალურმა ტექნიკამ. უახლოეს მომავალში ადიშის მოსახლეობას აღვუდგენთ გზას“, – განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

შეგახსენებთ, მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიამ რამდენიმე სოფელს პრობლემები შეუქმნა.

დატოვე კომენტარი