სტიქიის შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ადიში გარესამყაროს მოწყდა
სტიქიის შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ადიში გარესამყაროს მოწყდა

სტიქიის შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ადიში გარესამყაროს მოწყდა. მდინარის ადიდების შედეგად, წაღებულია 400 – მეტრიანი სამანქანე გზა. ასევე, ადიდდა და კალაპოტიდან გადავიდა ოთხი ღელე.

სტიქიის შედეგად, გზები დაიტბორა ლენჯერის თემსა და სოფელ მულახშიც. ამ დროისთვის ლენჯერსა და მულახში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარებს.

გზის აღსადგენად სპეციალური ტექნიკა მუშაობს სოფელ ადიშთანაც.