მადრიდის რეალის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ სკაი სპორტს იტალიასთან (Sky Sports Italia) საუბრისას ლივერპულის მიერ ბარსელონას 4:0 ანგარიშით დამარცხების შესახებ ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ბარსელონას ფეხბურთელები სამჯერ გავიდნენ გოლკიპერის პირისპირ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. კატალონიელები კონცენტრირებულები არ ყოფილან. მეოთხე გოლი საერთოდ საოცარი იყო. არნოლდისა და ორიჯის მოედნის ხედვა შეუდარებელია. ვალვერდეს ფეხბურთელებს ასეთი შეცდომის დაშვების უფლება არ ჰქონდათ. სხვათა შორის, არ გეგონოთ, რომ გუშინ მხოლოდ ლივერპული აფეთქდა. მადრიდში არანაკლებ ცხელოდა და დიდი ზეიმი იყო. წარმოგიდგენიათ, ბარსელონას ჩემპიონთა ლიგა მათ ქალაქში რომ მოეგო? ამის შემდგომ, არც კი მინდა წარმოვიდგინო, თუ რას მოიმოქმედებდა ბევრი გულშემატკივარი“, – განაცხადა 72 წლის კაპელომ.
შეგახსენებთ, რომ მატჩის დაწყებამდე, მანჩესტერ სიტის ფეხბურთელმა ილკაი გიუნდოგანმა შეხვედრის ზუსტი ანგარიში გამოიცნო. მისი თქმით, ლივერპული ბარსას სწორედ 4:0 ანგარიშით გაისტუმრებდა შინ.