კაპელომ იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელები დაასახელა #1TVSPORT
კაპელომ იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელები დაასახელა #1TVSPORT

„იუვენტუსისა“ და „მილანის“ ყოფილმა დამრიგებელმა, ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა, ფაბიო კაპელომ სერი ა-ს საუკეთესო მწვრთნელები დაასახელა.

„საუკეთესოები კონტე და გასპერინი არიან, – ციტირებს კაპელოს სიტყვებს Football Italia. – გასპერინი ახლა ერთადერთი მწვრთნელია ევროპული მენტალიტეტით. „ინტერმა“ კი უკვე მოიგო სკუდეტო. ეს უკვე ცხადი გახდა, როცა „მილანი“ „სპეციასთან“ დამარცხდა.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონს „ინტერი“ 65 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსანს, თანაქალაქელ „მილანს“ ცხრა ქულით უსწრებს.