კაპანაძე „ტორპედოს“ ელოდება
კაპანაძე „ტორპედოს“ ელოდება

სეზონის დასრულების შემდეგ, ქუთაისის „ტორპედო“ ლამის ყველა ფეხბურთელმა დატოვა. მხოლდო თორნიკე კაპანაძეა, ვინც გუნდი არ დატოვა და თბილისის „დინამოში“ არ გადავიდა.

საქართველოს პირველი ახრის ცნობით, თორნიკე კაპანაძე (ზედმეტსახელად „ელვა“) გუნდში ახალი სპონსორის მისვლას ელოდება და თუ ეს საკითხი უახლოეს დღეებში არ მოგვარდა, გუნდის დატოვებაზე გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლიდან მოყოლებული წელიწადში „ტორპედოდან“ თბილისის „დინამოში“ ექვსი ფეხბურთელი და სამი მწვრთნელი გადავიდა.