კანტონას „მანჩესტერში“ ტრანსფერი პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესოდ გამოცხადდა
ლეგენდარული ფრანგი ფორვარდის ერიკ კანტონას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო ტრანსფერად დასახელდა. გამოკითხვა ცნობილმა პორტალმა „ფორფორთუ“-მ (FourFourTwo) ჩაატარა.
კანტონა „მანჩესტერ იუნაიტედში” 1992 წელს, „ლიდსიდან“ 1.34 მილიონ ევროდ გადავიდა. მეორე ადგილზეა თავისუფალი აგენტის სოლ კემპბელის ტრანსფერი „ტოტეჰემიდან“ „არსენალში“. საუკეთესო სამეულში მოხვდა ნ’გოლო კანტეს ტრანსფერი. 2015 წელს, ის „კანიდან“ „ლესტერში“ აღმოჩნდა. ტრანსფერის თანხამ შეადგინა 6.26 მილიონი ევრო.
კანტონა „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში ხუთი წელი, 1992-97 წლებში თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში, ის ოთხჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი და ორჯერ დაეუფლა ინგლისის თასს. ფრანგმა კლუბში 179 მატჩი ჩაატარა, 81 გოლი გაიტანა და 61 შედეგიანი პასი შეასრულა.