კანში მანქანა ხალხში შევარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანია დაღუპული, ეჭვმიტანილი დაკავებულია
საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთით, კანში, მანქანა ხალხში შევარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 10-მდე დაშავდა, მათგან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.
მედიის ცნობით, ინციდენტი კანში, რკინიგზის სადგურთან ახლოს, კალვადოსის დეპარტამენტში მოხდა.
როგორც ცნობილია, ბართან ახლოს მამაკაცებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე ადამიანების ჯგუფში ავტომობილით შევარდა.
მედიის ცნობით, დაღუპული ახალგაზრდა 18 ან 19 წლის ავღანელია.
ეჭვმიტანილი, რუსეთში დაბადებული 26 წლის მამაკაცი, ინციდენტიდან მალევე დააკავეს.