კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩავარდნის შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის ტრიბუნა დაიკავეს და საქართველო-ევროკავშირის დროშები გამოფინეს
კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩავარდნის შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის ტრიბუნა დაიკავეს და საქართველო-ევროკავშირის დროშები გამოფინეს

კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მეორე მოსმენით ჩავარდნის შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნა დაიკავეს და საქართველო-ევროკავშირის დროშები გამოფინეს.

დეპუტატები ტრიბუნასთან დროშებით მას შემდეგ ავიდნენ, რაც პარლამენტში მეორე მოსმენაზე კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მეორე მოსმენით ჩავარდა.

რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, რომელიც პირველი მოსმენით კენჭისყრაზე არ დამდგარა, როგორც შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ინიციატორებმა უკვე გაიწვიეს.

„საორგანიზაციო საკითხებში ცნობად ვიღებთ ინიციატორების მომართვას კანონპროექტის გამოთხოვასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ე.წ. ამერიკულ ფარას თარგმანს და ის გაწვეულია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.