კანკავა „ვალანსიენში“ გადასვლაზე - მთავარი იყო მწვრთნელის ფაქტორი
კანკავა „ვალანსიენში“ გადასვლაზე - მთავარი იყო მწვრთნელის ფაქტორი

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტმა“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა ჯაბა კანკავას, რომელიც კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს.

ჯაბა კანკავას თქმით, საფრანგეთში დაბრუნების მთავარი მიზეზი მისი ყოფილი მწვრთნელი ოლივიე გეგანი არის, რომელთანაც 2015-2016 წლებში ლიგა2-ის „რეიმსში“ თამაშობდა.

„ჩემის გადასვლის დეტალებს რაც შეეხება, გადამწყვეტი მწვრთნელის ფაქტორი იყო. მასთან რამდენიმე წლის წინ „რეიმსში“ ვთამაშობდი და კონტაქტი გუნდიდან წამოსვლის შემდეგაც მქონდა. როდესაც „ვალანსიენში“ მივიდა, მისი სურვილი იყო, რომ გუნდში მივსულიყავი. ხშირი კომინიკაციის შედეგად ისე მოხდა, რომ ჩამოვედი და მოლაპარაკებები შედგა“, – განაცხადა ჯაბა კანკავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“.