კანკავა და კვეკვესკირი „ტობოლს“ დატოვებენ
კანკავა და კვეკვესკირი „ტობოლს“ დატოვებენ

ტობოლის“ მენეჯმენტმა სეზონის ბოლოს არაერთ ფეხბურთელთან დაშორება გადაწყვიტა – იუწყება ყაზახური გამოცემა Prosports.kz.

გამოცემის ცნობით, კოსტანელები ამზადებენ იმ ფეხბურთელთა სიას, რომლებმაც კლუბი 2020 წლის ბოლოს უნდა დატოვონ.

„ისევე როგორც „ასტანა“, „ტობოლიც“ ამზადებს იმ ფეხბურთელთა სიას, რომლებსაც სეზონის ბოლოს დაშორდებიან. ამ სიაში ცოტა მოთამაშეა, მაგრამ ცნობილია, რომ არიან ქართველი ნახევარმცველები ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი. მათ მაგივრად მენეჯმენტს სურს, უფრო ახალგაზრდა და სწრაფი შემსრულებლები მოიწვიოს,“ – წერს გამოცემა.

34 წლის კანკავა „ტობოლში“ 2018 წელს ფრანგული „რეიმსიდან“ გადავიდა, ხოლო 28 წლის კვეკვესკირი 2017 წელს – აზერბაიჯანის „გაბალადან“.