კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 2019 წლის 14 - 25 მაისს გაიმართება
კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 2019 წლის 14 - 25 მაისს გაიმართება

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 2019 წლის 14 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ფესტივალის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ფრანგული რივიერა ფესტივალს სამოცდამეთორმეტედ უმასპინძლებს.

ფესტივალზე საკონკურსო ფილმების გარდა, წარმოდგენილი იქნება არასაკონკურსო სექციაც, ასევე კინო კლასიკა. აღსანიშნავია ისიც, რომ კანის კინოფესტივალის დირექტორის, ტიერი ფრემოს გადაწყვეტილებით, 2020 წელს ფესტივალზე ქალი და კაცი რეჟისორები თანაბარი რაოდენობით წარსდგებიან.

5050×2020 – ასე ჰქვია გადაწყვეტილებას, რომელსაც ხელი ფრემომ და წლევანდელი ჟიურის წევრებმა  ქეით ბლანშეტმა, ავა დიუვერნიმ, ლეა სეიდუმ, კრისტენ სტიუარტმა და ა.შ. მოაწერეს.