კანის კინოფესტივალზე საპატიო ოქროს პალმის რტო ალენ დელონს გადაეცემა
კანის კინოფესტივალზე საპატიო ოქროს პალმის რტო ალენ დელონს გადაეცემა

კანის 72-ე კინოფესტივალზე საპატიო ოქროს პალმის რტოს ალენ დელონი მიიღებს. როგორც კინოფორუმის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ცნობილი ფრანგი მსახიობი ჯილდოს კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღებს.

„მოხარულები ვართ, რომ ალენ დელონი ამ ჯილდოს მიღებას დათანხმდა“, – განაცხადა კანის კინოფესტივალის დირექტორმა. მან ალენ დელონს „ცოცხალი ლეგენდა“ უწოდა.

კანის კინოფესტივალი წელს 14-25 მაისის ჩათვლით გაიმართება.