კანის კინოფესტივალზე პედრო ალმოდოვარის ფილმის პრემიერა გაიმართა
კანის კინოფესტივალზე პედრო ალმოდოვარის ფილმის პრემიერა გაიმართა

კანის კინოფესტივალზე ლეგენდარული ესპანელი რეჟისორის პედრო ალმოდოვარის ახალი ფილმის პრემიერა გაიმართა.

სურათი სახელწოდებით ტკივილი და სიხარული მსახიობებმა, პენელოპა კრუზმა, ანტონიო ბანდერასმა და ფილმის რეჟისორმა თავად წარუდგინეს საზოგადოებას.

„როიტერსის” ინფორმაციით, ნახევრად ავტობიოგრაფიული ფილმი რეჟისორზე მოგვითხრობს, რომელიც საკუთარ ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებს ეჭვქვეშ აყენებს.