კანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე წელს ალეხანდრო ინიარიტუ იქნება

10:12, 27.02.2019

კანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე წელს ოსკაროსანი რეჟისორი ალეხანდრო ინიარიტუ იქნება.

ინიარიტუ ფესტივალის ისტორიაში პირველი მექსიკელია, რომელიც პანელს უხელმძღვანელებს.

ინიარიტუს ფილმი („სიყვარული ბოროტია“) კანის ფესტივალზე პირველად 2000 წელს აჩვენეს. მას შემდეგ რეჟისორსა და სცენარისტს ფესტივალთან მჭიდრო კავშირი აქვს.

მსგავსი