კანის ფესტივალის წითელ ხალიჩაზე ქალებმა კინოინდუსტრიაში რასიზმი გააპროტესტეს
კანის ფესტივალის წითელ ხალიჩაზე ქალებმა კინოინდუსტრიაში რასიზმი გააპროტესტეს

კანის საერთაშორისო კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე, აფრო-ამერიკელმა ქალებმა რასიზმი გააპროტესტეს. ინფორმაციას ფესტივალის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც კანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარემ, მსოფლიო კინოს ვარსკვლავმა ქეით ბლანშეტმა და ჟიურის სხვა წევრებმა კინოფესტივალზე ისტორიული „ქალების მარში” მოაწყვეს და ამ ფორმით გენდერულ თანასწორობას დაუჭირეს მხარი, კანის წითელ ხალიჩას ქალების კიდევ ერთმა ტალღამ გადაუარა.

ამჯერად კინოში მოღვაწე ქალებმა წითელ ხალიჩაზე კინოინდუსტრიაში რასიზმი გააპროტესტეს.