ლეგენდარულმა იტალიელმა მცველმა, 2006 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელმა ფაბიო კანავარომ გამოაცხადა, თუ ვის მიიჩნევს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად. კანავაროს აღიარებით, ეს არის არგენტინელი დიეგო მარადონა.
„ჩემთვის მარადონა საუკეთესოა. ერთადერთი, ვინც მას მიუახლოვდა, რონალდო იყო. მე მითამაშია ბრაზილიელის წინააღმდეგ. ის შთაბეჭდილებას ახდენდა“, – თქვა კანავარომ „ინსტაგრამის“ პირდაპირ ეთერში.
დიეგო მარადონა „ნაპოლიში“ თამაშობდა, ნეაპოლი კი კანავაროს მშობლიური ქალაქია.