ლეგენდარული იტალიელი მცველი ფაბიო კანავარო ჩინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა, – წერს სააგენტო ფრანს პრესი (AFP). 45 წლის სპეციალისტს ნება დართეს, შეათავსოს გუანგჯოუ ევერგრანდში მუშაობა ეროვნულ ნაკრებში მუშაობას.
უფრო ადრე, ჩინეთის ნაკრებს კიდევ ერთი იტალიელი, მარჩელო ლიპი წვრთნიდა, რომლის ხელმძღვანელობით კანავარო და იტალიის ეროვნული ნაკრები 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
გუანგჯოუს კანავარო 2017 წლიდან ავარჯიშებს.