ფაბიო კანავარო - მაშინებს ის, რომ იტალიის არგასვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე ნორმად აღიქმება, სისტემა არ მუშაობს #1TVSPORT
ფაბიო კანავარო - მაშინებს ის, რომ იტალიის არგასვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე ნორმად აღიქმება, სისტემა არ მუშაობს #1TVSPORT

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, 2006 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელმა ფაბიო კანავარომ გააკრიტიკა იტალიაში ფეხბურთის განვითარება.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა ზედიზედ მეორედ ვერ შეძლო მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა.

„როცა იტალია ვერ გადის ისეთ მნიშვნელოვან ტურნირებზე, როგორიცაა მსოფლიოს ჩემპიონატი, ეს თითქმის ნორმად აღიქმება, ხალხი თითქოს შეურიგდა ამას. მაშინებს ეს სიტუაცია.

სისტემა არ მუშაობს. ჩვენ ვერ მივიწევთ წინ ვერც ევროთასებზე და ვერც სანაკრებო დონეზე. ასე რომ, რაღაც უნდა შეიცვალოს.

ჩამოვრჩებით ყველა პარამეტრით. ძველი ტემპით ვაგრძელებთ მოძრაობას და არ გვესმის, რომ სხვები უფრო სწრაფად მიდიან წინ. ამიტომაც აღარ ვართ უძლიერესები. უნდა გავიღვიძოთ და რაღაც მოვიმოქმედოთ“, – მოჰყავს კანავაროს სიტყვები Sky Sport Italia-ს.