კანარის კუნძულებზე თვითმფრინავიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა
კანარის კუნძულებზე თვითმფრინავიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა

კანარის კუნძულებზე თვითმფრინავიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „ეფე“ იუწყება, ლაინერის ბორტზე აღმოაჩინეს წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ავიალაინერზე არის გლიცერინის შემცველი მოწყობილობა.

ამის გამო სანტიაგო-დე-კომპოსტელადან დაგეგმილი ფრენა დროებით გადაიდო და ეროვნულმა გვარდიამ თვითმფრინავიდან 180 მგზავრის ევაკუაცია განახორციელა.

სპეციალისტებმა ავიალაინერის შემოწმების შემდეგ ბომბი ვერ აღმოაჩინეს. გამოძების ცნობით, წერილი სავარაუდოდ არასრულწლოვანმა დაწერა, თუმცა მომხდარის გამოძიება გრძელდება.

დატოვე კომენტარი