კანადის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ოტავა კიევს 35 მილიონი კანადური დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს

15:45, 07.06.2025

კანადა უკრაინას 35 მილიონი კანადური დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მანამდე კანადის თავდაცვის მინისტრმა, დევიდ მაკგინტიმ მონაწილეობა მიიღო უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 28-ე სხდომაში, სადაც უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხი განიხილებოდა.

სხდომაზე კანადის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას 35 მილიონი კანადური დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს.

ამ თანხიდან 30 მილიონი დოლარი დაიხარჯება ჯავშანმანქანების, ასევე კანადური კომპანიების მიერ წარმოებული ახალი აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის შეძენაზე.

ეს დაემატება იმ 64 ჯავშანმანქანას, რომლებიც კანადამ უკრაინას 2024 წლის დეკემბერში გადასცა.

მსგავსი