კანადის საზღვრის სიახლოვეს მცირე ზომის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, დაღუპულია სამი ადამიანი
კანადის საზღვრის სიახლოვეს მცირე ზომის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, დაღუპულია სამი ადამიანი

აშშ-ში, კანადის საზღვრის სიახლოვეს მცირე ზომის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.

დაღუპულია ბორტზე მყოფი სამივე პირი. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი კანადის ქალაქ პემბროკიდან პრინც ედუარდის კუნძულებისკენ მიემართებოდა, თუმცა მენის შტატში ჩამოვარდა.

რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა ამ ეტაპზე უცნობია. თვითმფრინავს განგაშის სიგნალი არ გადაუცია.