კანადის სამართალდამცავმა უწყებამ ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა და მის შესახებ დეტალები გამოაქვეყნა
კანადის სამართალდამცავმა უწყებამ ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა და დეტალები გამოაქვეყნა.
როგორც პოლიციაში განაცხადეს, ეჭვმიტანილი 18 წლის ჯესი ვან რუტსელაარია. მათვე ცნობით, ის ბიოლოგიურად ვაჟი იყო, რომელმაც დაახლოებით ექვსი წლის წინ სქესი შეიცვალა.
როგორც „ბიბისი“ წერს, პოლიცია წარსულში რამდენჯერმე იყო ეჭვმიტანილის სახლში მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო.
ცნობისთვის, ერთ-ერთ სკოლასა და საცხოვრებელ სახლში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის არიან სკოლის მოსწავლეები და მასწავლებელი. ორი გარდაცვლილი სკოლასთან ახლომდებარე საცხოვრებელ სახლში იპოვეს, ისინი ეჭვმიტანილის დედა და ნახევარძმა არიან. პოლიციამ გარდაცვლილი იპოვა თავად ეჭვმიტანილიც.