კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ქალაქ ღაზაში ისრაელის ახალი სახმელეთო შეტევა აუარესებს ჰუმანიტარულ კრიზისს და საფრთხეს უქმნის მძევლების გათავისუფლებას
კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ქალაქ ღაზაში ისრაელის ახალი სახმელეთო შეტევა აუარესებს ჰუმანიტარულ კრიზისს და საფრთხეს უქმნის მძევლების გათავისუფლებას

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქალაქ ღაზაში ისრაელის ახალი სამხედრო ოპერაცია გააკრიტიკა.

როგორც კანადის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ისრაელმა საერთაშორისო სამართალი უნდა დაიცვას.

„ისრაელის ახალი სახმელეთო შეტევა ქალაქ ღაზაზე საშინელებაა. ის აუარესებს ჰუმანიტარულ კრიზისს და საფრთხეს უქმნის მძევლების გათავისუფლებას. ისრაელის მთავრობამ უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართალი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, კანადის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მოითხოვენ ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებელ და მუდმივ შეწყვეტას, შეუზღუდავ ჰუმანიტარულ დახმარებას და ყველა მძევლის გათავისუფლებას.

ცნობისთვის, ისრაელის სამხედრო ძალებმა ქალაქ ღაზაში სახმელეთო შეტევა დაიწყეს. ამ დროისთვის ისრაელი ქალაქის დაახლოებით 75%-ს აკონტროლებს.