კანადის საელჩო – კანადა მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, კანადა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას
კანადის საელჩო საქართველოში აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც საელჩოს განცხადებაში აღნიშნული, რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება.
„რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავზე კანადა კიდევ ერთხელ ადასტურებს მის სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. კანადა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენი ქვეყნები სიამაყით იზიარებენ თანამშრომლობისა და საერთაშორისო მშვიდობისადმი ერთგულებას. მოხარულები ვართ, რომ აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობებისა და მეგობრული კავშირების 30 წლისთავს“, – წერს საელჩო „ტვიტერზე“.
Canada strongly supports Georgia’s Euro-Atlantic integration. Our two countries proudly share a commitment to cooperation and international peace. We are delighted to celebrate our 30 years of diplomatic relations and friendship ties. 🇨🇦 🇬🇪(2/2)
— Canada in Turkey (@CanEmbTurkey) August 7, 2022