კანადის პრემიერ-მინისტრმა რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე მუხლი მოიყარა
კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე მუხლი მოიყარა. ამ ჟესტით მან სოლიდარობა გამოუცხადა აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს, რომლებიც რასიზმს და პოლიციის მხრიდან ძალადობას ეწინააღმდეგებიან.
ჯასტინ ტრუდო ოტავაში, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე შავი პირბადით მივიდა. აქტვისტებმა მას სთხოვეს, მუხლი მოეყარა და ის ასეც მოიქცა.
აქციები აშშ-სა და სხვა ქვეყნებში მინეაპოლისში პოლიციელის მხრიდან ძალის გამოყენების დროს აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა. ფლოიდის დაკავების დროს ერთ-ერთი პოლიციელი მას რვა წუთზე მეტხანს კისრის არეში მუხლით აწვებოდა.