კანადის პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტი წარადგინა
კანადის პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტი წარადგინა

კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ მინისტრთა კაბინეტი წარადგინა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

ქვეყნის მთaვრობის ახალი კაბინეტი 28 მინისტრისა და 10 სახელმწიფო მდივნისგან შედგება.

„გუნდი სპეციალურად ამ გარდამტეხი მომენტისთვის არის შექმნილი. შექმნილია იმ ცვლილებების განსახორციელებლად, რომლებსაც კანადელები იმსახურებენ და მოელიან“, – განაცხადა კარნიმ.

კარნიმ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა ანიტა ანანდი, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს კაბინეტში რამდენიმე მაღალი თანამდებობა ეკავა.

მელანი ჯოლი საგარეო საქმეთა სამინისტროდან მრეწველობის სამინისტროში გადაიყვანეს.

ყოფილი იუსტიციის მინისტრი გარი ანანდასანგარი ახლა საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს უხელმძღვანელებს, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს სასაზღვრო უსაფრთხოებას. დევიდ მაკგინტი კი, რომელიც მანამდე ამ თანამდებობას იკავებდა, ახლა თავდაცვის სამინისტროს ჩაუდგება სათავეში.