კანადის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა
კანადის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა

კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სოფი ტრუდოს ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვს.

როგორც ცნობილია, კანადის პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც სოფი ტრუდოს ვირუსის მსუბუქი სიმპტომები გამოუვლინდა.

თავად კანადის პრემიერ-მინისტრს კი კორონავირუსის სიმპტომები არ აქვს, თუმცა 14 დღე ის თვითიზოლაციაში დარჩება.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კანადაში ვირუსის 109 შემთხვევა ფიქსირდება.