კანადის პრემიერ-მინისტრი ყავისფერი გრიმით გადაღებული ფოტოს გამო რასიზმში დაადანაშაულეს
კანადის პრემიერ-მინისტრი ყავისფერი გრიმით გადაღებული ფოტოს გამო რასიზმში დაადანაშაულეს

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ ყავისფერ გრიმში გადაღებული ფოტოს გამო ბოდიში მოიხადა. სურათი 18 წლის წინ არის გადაღებული. ჯასტინ ტრიუდო კერძო სკოლის წვეულებაზე ალადინის ფორმაშია გამოწყობილი. ფოტო ჟურნალმა „თაიმმა“ გამოაქვეყნა.

ტრიუდომ აღიარა, რომ სურათი ნამდვილად რასისტულია და „ღრმა მწუხარება“ გამოთქვა. მან ასევე განაცხადა, რომ ყავისფერი გრიმი ასევე გამოიყენა საშუალო სკოლაში გამართული შოუს დროსაც.

კანადის მუსლიმთა ეროვნულმა საბჭომ „თაიმის“ მიერ გამოქვეყნებული ფოტოს გამო შეშფოთება გამოთქვა.

„პრემიერ-მინისტრის დანახვა ყავისფერ გრიმში ძალიან სამწუხაროა. ასეთი გრიმის გამოყენება დაგმობას იმსახურებს და რასიზმის ისტორიასთან გვაბრუნებს“, – განაცხადა მუსტაფა ფარუქმა.

კანადის ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ენდრიუ შირნამა ჯასტინ ტრიუდოს ფოტოს რასისტული უწოდა.

„დღეს კანადელების წინაშე წარდგა ადამიანი, რომელსაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლია. ადამიანი, რომელმაც არ უნდა მართოს ქვეყანა“, – განაცხადა შირანმა.

კანადის დემოკრატიული პარტიის ლიდერმა „თაიმის“ ფოტოს შეურაცხმყოფელი უწოდა. ტრიუდო გააკრიტიკა მწვანეების ლიდერმაც.

სკანდალური ფოტო მაშინ გამოქვეყნდა, როდესაც კანადაში წინასაარჩვენო კამპანია იწყება. არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

დატოვე კომენტარი