კანადის პრემიერ-მინისტრი - შეერთებული შტატები კანადის სანდო პარტნიორი აღარ არის, დონალდ ტრამპმა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს პატივი უნდა სცეს
კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის განცხადებით, უახლოეს დღეებში შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან საუბარს გამართავს.
ეს იქნება მათი პირველი დიალოგი მას შემდეგ, რაც მარკ კარნიმ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა.
„ჩვენ ვისაუბრებთ მომდევნო ერთი ან ორი დღის განმავლობაში“, – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ დონალდ ტრამპმა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივი უნდა სცეს.
ამასთან, მარკ კარნის განცხადებით, შეერთებული შტატები სანდო პარტნიორი აღარ არის.
„ყოვლისმომცველი მოლაპარაკებებით, შესაძლოა, ჩვენ შევძლოთ გარკვეული ნდობის აღდგენა, მაგრამ უკან არ დავიხევთ. ჩვენ გვჭირდება, რომ მკვეთრად შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება შეერთებულ შტატებზე. ჩვენ დაგვჭირდება ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების სხვაგან გადატანა“, – აღნიშნა კანადის პრემიერ-მინისტრმა.