კანადის პრემიერ-მინისტრი - შეერთებულ შტატებთან კანადის ტრადიციული ურთიერთობა, რომელიც ეკონომიკური ინტეგრაციისა და მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობის საფუძველზე იყო აგებული, დასრულებულია
კანადის პრემიერ-მინისტრი - შეერთებულ შტატებთან კანადის ტრადიციული ურთიერთობა, რომელიც ეკონომიკური ინტეგრაციისა და მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობის საფუძველზე იყო აგებული, დასრულებულია

აშშ-თან კანადის ტრადიციული ურთიერთობა, რომელიც ეკონომიკური ინტეგრაციისა და მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობის საფუძველზე იყო აგებული, დასრულებულია, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა.

მისი თქმით, კანადა პასუხს გასცემს აშშ-ის სატარიფო პოლიტიკას, რაც „მაქსიმალურ გავლენას“ მოახდენს აშშ-ზე.

„კანადამ უნდა ააშენოს ეკონომიკა, რომელსაც კანადელები გააკონტროლებენ და ეს მოიცავს სხვა პარტნიორებთან სავაჭრო ურთიერთობების გადახედვას. ჯერ კიდევ გასარკვევია, შეუძლიათ თუ არა კანადელებს, ჰქონდეთ ძლიერი სავაჭრო ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან მომავალში“,- განაცხადა კარნიმ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ახალი, 25%-იან ტარიფები დააწესა იმ მანქანებზე, რომლებიც აშშ-ში არ არის დამზადებული. ტრამპმა განკარგულებას ხელი მოაწერა და ის ძალაში 2 აპრილიდან შევა. აშშ-ის პრეზიდენტმა დააკონკრეტა, რომ ტარიფები შეეხება იმ ავტომობილებსაც, რომლის ნაწილებიც ამერიკაშია დამზადებული, თუმცა აწყობილია სხვა ქვეყანაში.