კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ირპენში ჩავიდა
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ირპენში ჩავიდა

კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო უკრაინის ქალაქ ირპენში ჩავიდა.

ტრუდომ ირპენის მერ ალექსანდრ მარკუშინთან ერთად რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებული ქალაქი დაათვალიერა.

„ახლახანს მქონდა შესაძლელობა, მესაუბრა კანადის პრემიერ-მინისტრთან. ის ირპენში ჩამოვიდა, რომ ნახოს ის საშინელება, რაც ჩვენს ქალაქებში რუსებმა ჩაიდინეს და რა თქმა უნდა, კანადის პრემიერ-მინისტრი შოკშია. მან ნახა თითქმის სრულად განადგურებული სამხედრო ობიექტები და საცხოვრებელი სახლები“, – აცხადებს ირპენის მერი.