კანადის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ სურს, ქვეყანა ევროპის მნიშვნელოვან თავდაცვის გეგმას პირველ ივლისამდე შეუერთდეს
კანადის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ სურს, ქვეყანა ევროპის მნიშვნელოვან თავდაცვის გეგმას პირველ ივლისამდე შეუერთდეს

კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ სურს, ქვეყანა ევროპის მნიშვნელოვან თავდაცვის გეგმას პირველ ივლისამდე შეუერთდეს.

კარნის თქმით, იმედი აქვს, რომ კანადა შეუერთდება ReArm Europe-ს გეგმას, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის თავდაცვით ხარჯებს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.

„ყოველი კანადური დოლარის 75 ცენტი, რაც თავდაცვის ინვესტიციებზე იხარჯება, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიდის. ეს არ არის გონივრული“, – განაცხადა კარნიმ.

ამასთან, კანადის თავდაცვის მინისტრმა, დევიდ მაკ-გინტიმ განაცხადა, რომ მის ქვეყანას მზარდი გლობალური საფრთხეების ფონზე სწრაფად სურს, გაზარდოს თავდაცვითი შესაძლებლობები. მანამდე, კარნიმ განაცხადა, რომ კანადასა და აშშ-ს შორის მიმდინარეობს „აქტიური დისკუსიები“ უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის არსებულ და ახალ პროგრამებზე, როგორიცაა „ოქროს გუმბათი“.