კანადის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს სთხოვა, შეეწყვიტა კანადის 51-ე შტატად მოხსენიება
კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს სთხოვა, შეეწყვიტა კანადის „51-ე შტატად“ მოხსენიება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა პასუხი გასცა მას აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა პასუხი გასცა დონალდ ტრამპმა კარნიმ უპასუხა: „არ ვიცი. ის პრეზიდენტია. ის საკუთარი თავის ადამიანია“.
„მე დავუბრუნდებოდი სურვილსა და რეალობას შორის განსხვავების ჩვენებას. ჩვენ ძალიან ნათლად ვსაუბრობთ. მე ძალიან ნათლად განვაცხადე საჯაროდ, ძალიან ნათლად განვუცხადე პირადად და ნათლად ვისაუბრე ოვალურ კაბინეტში. მას ესმის, რომ ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები სუვერენულ ერებს შორის, რომ ჩვენ მხოლოდ ისეთ შეთანხმებას მივიღებთ, რომელიც კანადის საუკეთესო ინტერესებში იქნება. მე ვთქვი, რომ ამ იდეის გამეორება უსარგებლოა, მაგრამ ის პრეზიდენტია და იტყვის იმას, რაც სურს“, – განაცხადა კარნიმ.