კანადის პარლამენტმა უკრაინასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა

09:04, 30.03.2022
1234855732

1234855732

კანადის პარლამენტმა უკრაინასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა.

უკრაინასთან დაკავშირებით ანგარიში კანადის პარლამენტის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა წარადგინა.

დეპუტატები მთავრობას მიმართავენ, მხარი დაუჭირონ უკრაინას და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს.

„ვგმობთ უკრაინაზე რუსეთის არაპროვოცირებულ თავდასხმას, რომლის ბრძანება ვლადიმერ პუტინმა გასცა, რითაც ღიად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები“, – ნათქვამია კანადის მუდმივმოქმედი კომიტეტის მოხსენებაში.

მსგავსი