კანადის პარლამენტმა მიანმარში როჰინჯას ხალხის მასობრივი მკვლელობა გენოციდად შეაფასა
კანადის პარლამენტმა მიანმარში როჰინჯას ხალხის მასობრივი მკვლელობა გენოციდად შეაფასა

კანადის პარლამენტმა ფარული კენჭისყრის შედეგად, მიანმარში როჰინჯას ხალხის მასობრივი მკვლელობა გენოციდად შეაფასა. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მიანმარში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გაერო-ს მისიის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები საკმარისად ჩაითვალა, რომ მასობრივი მკვლელობები გენოციდად შეეფასებინათ.

მიანმარის შტატ რაკჰაინში ვითარება 2016 წელს გამწვავდა. ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებსა და როჰინჯას ხალხს შორის მომხდარ დაპირისპირებებს 400 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 100 ათასობით მუსლიმი როჰინჯა კი, იძულებული გახდა, მეზობელ ბანგლადეშში გაქცეულიყო.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ როჰინჯას ხალხის დევნისა და მასობრივი მკვლელობების წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაიწყო. ამ ეტაპისთვის გამოძიება როჰინჯას ხალხის გადასახლების საკითხში ძალის გამოყენებას შეისწავლის. საქმეში ფიგურირებს ასობით ადამიანის უფლებების დარღვევის, მკვლელობების, სექსუალური ძალადობის, გატაცების, საცხოვრებელი სახლების ნგრევისა და ძარცვის შემთხვევები. თუ წინასწარი გამოძიების შედეგად აღნიშნული მტკიცებულებები საკმარისად მყარი აღმოჩნდება, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ოფიციალურ გამოძიებას დაიწყებს.