კანადის პარლამენტმა დაამტკიცა წინადადება, რომლის მიხედვითაც, ჩინეთის სინძიანის რეგიონში მუსლიმი უიღურების მიმართ მოპყრობა გენოციდს წარმოადგენს
კანადის პარლამენტმა დაამტკიცა წინადადება, რომლის მიხედვითაც, ჩინეთის სინძიანის რეგიონში მუსლიმი უიღურების მიმართ მოპყრობა გენოციდს წარმოადგენს

კანადის პარლამენტმა დაამტკიცა წინადადება, რომლის მიხედვითაც, ჩინეთის სინძიანის რეგიონში მუსლიმი უიღურების მიმართ მოპყრობა გენოციდს წარმოადგენს. „როიტერის“ ინფორმაციით, სამართლებრივად არასავალდებულო წინადადება ზეწოლას ახდენს ლიბერალ პრემიერ-მინისტრზე, ჯასთინ ტრუდოზე, რომ მთავრობამ პარლამენტის მაგალითს მიბაძოს.

კანადის პარლამენტის თემთა პალატამ ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის შუამდგომლობას 266 ხმით 0-ის წინააღმდეგ მისცა ხმა. ტრუდოს კონსერვატორი მეტოქეები მასზე ზეწოლას ახდენდნენ, რომ ჩინეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი პოლიტიკა აწარმოოს.

ჩინეთი ფართო კრიტიკის ობიექტი გახდა სინძიანის კომპლექსების შექმნის გამო, რომელიც მას აღწერს, როგორც „პროფესიული სწავლების ცენტრებს“ ექსტრემიზმის გასანადგურებლად და ხალხისთვის ახალი უნარების მისაცემად. ამ კომპლექსებს სხვები საკონცენტრაციო ბანაკებს უწოდებენ.

დატოვე კომენტარი