კანადის პარლამენტის წევრი - მჭიდროდ ვმუშაობთ ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან, კმაყოფილი ვართ სახელმწიფოთა ჩართულობით, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსაც
კანადის პარლამენტის წევრი - მჭიდროდ ვმუშაობთ ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან, კმაყოფილი ვართ სახელმწიფოთა ჩართულობით, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსაც

სასიხარულოა, რომ საქართველო შემოგვიერთდა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაზე, რადგან ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა მსოფლიოს გარშემო ყველა ფრანკოფონი პარლამენტისთვის, რათა ერთმანეთთან კოორდინაციაში ვიყოთ, – ამის შესახებ კანადის პარლამენტის წევრმა, სტეფან სერაზემ ჟურნალისტებს ათენში განუცხადა, სადაც ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 35-ე რეგიონული შეკრება იმართება.

„კანადა არის ქვეყანა, რომელიც მჭიდროდ მუშაობს ასამბლეის თითოეულ წევრთან და ნამდვილად კმაყოფილები ვართ, რომ სახელმწიფოები ერთობლივად არიან ჩართულები, როდესაც საქმე მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ეხება, რაზეც შეკითხვა დამისვით“, – განაცხადა კანადის პარლამენტის წევრმა.