კანადის ონტარიოს პროვინციის ქალაქ სედბერიში მაღაროში 39 მაღაროელი აღმოჩნდა ბლოკირებული

00:31, 28.09.2021

კანადის ონტარიოს პროვინციის ქალაქ სედბერიში მაღაროში 39 მაღაროელი აღმოჩნდა ბლოკირებული. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“მაღაროს ოპერატორ ბრაზილიურ კომპანიაზე Vale SA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მწყობრიდან გამოვიდა სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც მაღაროელები მაღაროში ჩადიან. კომპანიაში აცხადებენ, რომ დაშავებული არავინაა, მაღაროელებს აქვთ სასმელი წყალი და საკვები.

ვარაუდობენ, რომ მაღაროელების გამოყვანას მაშველები მაღაროდან ადგილობრივი დროით, 27 სექტემბრის ბოლომდე შეძლებენ.

შემთხვევა სპილენძის, ნიკელისა და ძვირფასი ლიონების მომპოვებელ მაღაროში მოხდა.

მსგავსი